გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

გიორგი გახარია: მადლობას ვუხდი საჯარო მოხელეებს თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში შეტანილი პროფესიული წვლილისთვის

21-12-2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საჯარო მოხელეებს საჯარო მოხელის დღეს ულოცავს.

მთავრობის მეთაური მადლობას უხდის მათ თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში შეტანილი პროფესიული წვლილისთვის.

„დღეს საჯარო მოხელის დღეა. ვულოცავ თითოეულ მათგანს პროფესიულ დღეს და მადლობას ვუხდი თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში შეტანილი პროფესიული წვლილისთვის.

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო მათ, ვინც პანდემიასთან ბრძოლის ურთულეს პროცესში მონაწილეობს და ძალისხმევას არ იშურებს ჩვენი ქვეყნის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი, კეთილსინდისიერი ყოველდღიური შრომით დროულად შევძლებთ კრიზისის გადალახვას და ქვეყნის სწრაფი განვითარების აქტიურად გაგრძელებას.

კიდევ ერთხელ ვულოცავ საჯარო მოხელეებს, ვუსურვებ წინსვლას და წარმატებას ჩვენი ქვეყნის სამსახურში“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი