გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

პოლიციამ ზუგდიდში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი

8-01-2021

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნეს, ბრალდებულის სახით დაკავებულია 1983 წელს დაბადებული ე.გ.

დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თავის ნაცნობ, 1994 წელს დაბადებულ ქალთან ერთად ავტომობილში იმყოფებოდა, რა დროსაც მათ ყაჩაღურად თავს დაესხნენ და ქალს ძალადობის მუქარით ოქროს სამკაულები გასტაცეს. ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით დგინდება, რომ ყაჩაღური თავდასხმა ბრალდებულმა დაგეგმა და თანამზრახველებთან ერთად, წინასწარ შეთანხმებული გეგმის მიხედვით განახორციელა.

პოლიციამ ე.გ. მომხდარიდან მალევე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დააკავა.

დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.

ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.