გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი ჩიქოვანი: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესია ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად

21-01-2021

საქართველოს პარლამენტის წევრი და ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამარლოს მიერ საქმეზე საქართველო-რუსეთის წინააღმდეგ, დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას ისტორიულს უწოდებს და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ამ გამარჯვებას ულოცავს.

,,დღეს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება საქმეზე - საქართველო რუსეთის წინააღმდეგ. სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას და დაადასტურა, რუსეთის მიერ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლის დარღვევა. აღნიშნული გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციების გასამყარებლად და საერთაშორისო სამართლის პრინციპების გამოყენებით, მშვიდობიანად, ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად.

ჩვენმა ხელისუფლებამ, იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების უზარმაზარი შრომის შედეგად, მიაღწია ამ დიდ გამარჯვებას და მე მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ყველას ვინც დაუღალავად შრომობდა საქართველოს ინტერესების დასაცავად.

თითოეულ ჩვენს მოქალაქეს ვულოცავ ამ დიდი გამარჯვებას!“ - აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.