გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მწარმოებლებს ყველის “გუდა“ დამზადების გაუმჯობესებული ტექნოლოგია გააცნეს

25-01-2021

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კველევითი ცენტრის და კომპანიის „ცივის ყველი“ ორგანიზებით თელავში, სოფელ კურდღელაურში ყველის მწარმოებელ ფერმერებთან და დარგში მომუშავე ასოციაციის წევრებთან შეხვედრა გაიმართა.

ცენტრის წარმომადგენლებმა ფერმერებს ყველის „გუდა“ დამზადების ახალი, გაუმჯობესებული ტექნოლოგიური ინსტრუქცია გააცნეს. პასტერიზებულ, ან არაპასტერიზებულ რძეზე, საბოშით, ან ფერმეტროფარაზით, მომწიფების პროცესი პოლიეთილენის პარკში, ან გუდაში, ექვსი სხვადასხვა ტექნოლოგიით დამზადებული ყველი „გუდა“ ფერმერებმა გემოს, სუნის, კონსისტენციის, ფერის და სხვა პარამენტრების მიხედვით შეაფასეს.

შეხვედრა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის პროექტის „რძის ეროვნული პროდუქტების („დამბალხაჭო“, ყველი „ტენილი“, ყველი „გუდა“) დამზადების ტექნოლოგიური ინსტრუქციების პროექტების შემუშავება“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც 2018 წლიდან ხორციელდება და ამ პერიოდის განმავლობაში უკვე შემუშავებულია „დამბალხაჭო“-ს და ყველის „ტენილი“ დამზადების გაუჯობესებული ტექნოლოგიები. პროექტის მიზანია წარმოებული პროდუქტის უვნებლობის უზრუნველყოფა, კონკურენტუნარიანობის ზრდა და გაუმჯობესებული ტექნოლოგიების საოჯახო მეურნეობებიდან სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ აღიარებულ რძის გადამამუშავებელ საწარმოებში დანერგვა.

შეხვედრას რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, კახაბერ კონიაშვილი, რძის გადამამუშავებელი საწარმოების, „საქპატენტი“-ს წარმომადგენლები და მერძევეობის დარგის ფერმერები ესწრებოდნენ.