გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გლოვის დღესთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროში დროშები დაეშვა

10-04-2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის განკარგულებით, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები, ტრაგიკულად დაღუპული მოქალაქეების ხსოვნის პატივსაცემად, 10 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

გლოვის დღესთან დაკავშირებით, ისევე როგორც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებსა და ყველა სამხედრო ბაზაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.

საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაშვებული 2021 წლის 10 აპრილის 00:00 საათიდან, 11 აპრილის 00:00 საათამდე იქნება.