გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

იმერეთის აგროზონასა და საქართველოს შემფუთველთა კლასტერსა (PMAG) შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

19-04-2021

ერთობლივი კროს-კლასტერული პროექტების განხორციელების მიზნით, საქართველოს შემფუთველთა კლასტერსა (PMAG) და შ.პ.ს „იმერეთის აგროზონას“ შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი შ.პ.ს „იმერეთის აგროზონის“ დირექტორმა, არჩილ ბუკიამ და საქართველოს შესაფუთი მასალების მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ზაზა მჭედლიშვილმა მოაწერეს.

მემორანდუმი მიზნად ისახავს შესაფუთი მასალების მწარმოებლებსა და სასათბურე მეურნეობის სექტორში მოქმედ კომპანიებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, ერთობლივი პროექტების განხორციელებას და სასათბურე შესაფუთი მასალების წარმოებაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობას.

მემორანდუმი ითვალისწინებს, მხარეებისთვის აქტუალურ თემებზე ერთობლივი კვლევების ჩატარებას და ცოდნის, უნარების და გამოცდილების გაზიარებას.

საქართველოს შემფუთველთა კლასტერი (PMAG) წარმოადგენს გაეროს განვითარების პროგრამის მიერ მხარდაჭერილ შესაფუთი მასალების კლასტერს, რომელიც 40-ზე მეტ კომპანიას აერთიანებს და მიზნად ისახავს შესაფუთი მასალების ინდუსტრიისა და მისი ინდივიდუალური წევრების დახმარებას და ღირებულებათა ჯაჭვის სხვადასხვა ეტაპზე თანამშრომლობის გაღრმავების გზით პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ზრდას.

შ.პ.ს „იმერეთის აგრო ზონა“ სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით შეიქმნა. სასათბურე მეურნეობების განვითარების პროექტი წყალტუბოსა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში, 220 ჰექტარ ფართობზე მაღალი, საშუალო და დაბალტექნოლოგიური სათბურების, ლოგისტიკის და გაყიდვების ცენტრის, გადამმუშავებელი საწარმოების და სხვადასხვა დამხმარე ბიზნესების შექმნას და განვითარებას ითვალისწინებს.