გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2022    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

შარლ მიშელი: დარწმუნებული ვარ, შეთანხმებას სხვებიც შემოუერთდებიან

20-04-2021

დარწმუნებული ვარ, რომ გუშინ მიღებული გადაწყვეტილება და ბევრი პოლიტიკური ლიდერის მიერ დოკუმენტის ხელმოწერა ძალიან ძლიერი სიგნალია. ეს ძალიან ძლიერი გზავნილია, თუმცა ეს საკმარისი არაა. პოლიტიკურმა ლიდერებმა, მთავრობამ, უნდა ითანამშრომლონ იმის განსახორციელებლად, რაზეც გადაწყვეტილება იქნა მიღებული. საქართველოს პოლიტიკური ლიდერებისთვის ეს უპირველესი პრიორიტეტია, - ამის შესახებ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, საარჩევნო სისტემის და სასამართლო სისტემის რეფორმა, სამართლის უზენაესობის პრინციპის დამკვიდრება, ფუნდამენტური მნიშვნელობისაა იმისათვის, რომ ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ ნდობა არსებობდეს.

„ვგულისხმობ საქართველოს პარლამენტს, მთავრობას და პრეზიდენტის ინსტიტუტს. ეს ფუნდამენტური მნიშვნელობისაა. სწორედ ეს იქნება ხალხისთვის, მოქალაქეებისთვის და ქვეყნის მომავლისთვის საუკეთესო გარანტია. ეს სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ ხვალ ყველაფერი მარტივად იქნება. რა თქმა უნდა, დემოკრატიული დებატები ხანდახან დაძაბულობასაც გულისხმობს. ის აზრთა განსხვავებულობას გულისხმობს პრიორიტეტებისა და გზების შესახებ, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი გენეტიკური კოდი გახლავთ. გენეტიკური კოდი კი ერთობაშია. ამ ქვეყნის საერთო ინტერესები გვკარნახობს, რა ვქნათ.

დარწმუნებული ვარ, რომ გუშინდელ შეთანხმებას სხვებიც შემოუერთდებიან. ეს გახლავთ საწყისი ნიშნული მეტი სიმშვიდისთვის, მეტი პოლიტიკური სტაბილურობისთვის და პოლიტიკური ლიდერების უმრავლესობის მხრიდან ძლიერი პოლიტიკური ნებისთვის, რათა ვიმოქმედოთ საქართველოს მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით", - განაცხადა შარლ მიშელმა.