გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ონში, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს დეპუტატებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

21-04-2021

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის პირველმა მოადგილემ გიორგი მაქარაშვილმა, მოადგილესთან, ლაშა ჭიჭინაძესთან ერთად, გაფართოებული შეხვედრა გამართა ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს დეპუტატებთან.

შეხვედრას ესწრებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი მახათაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბაჩანა მარკოიშვილი და რაჭა-ლეჩხუმ -სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში.

წარმომადგენლებმა ისაუბრეს გასულ პერიოდში შესრულებული , მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ, ასევე ადმინისტრაციულ ერთეულებში ამ პერიოდისთვის გამოკვეთილი პრობლემურ საკითხებზე, რომლებიც უახლოეს ხანში რეაგირებას მოითხოვს.

განიხილეს სოფლებში ტრანსპორტირების, აღდგომის დღესასწაულისთვის სოფლებში სასაფლაომდე მისასვლელი გზების წმენდის , სასმელი წყლის სისტემის და გარე განათების მოწესრიგების საკითხები, ასევე ისაუბრეს ნაპირსამაგრი სამუშაოების , მდინარის კალაპოტის წმენდის შესახებ.

გიორგი მახათაძის განცხადებით, მერის წარმომადგენლებმა სისტემატურად უნდა იქონიონ მოსახლეობასთან კომუნიკაცია, მერის წარმომადგენლების და დეპუტატების ჩართულობა ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარე მოვლენების და სიახლის შესახებ, მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირება მნიშვნელოვანი და აუცილებელია.