გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

კახეთში, პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში სამაცივრე მეურნეობა შეიქმნება

26-04-2021

საქართველოს მთავრობის სხდომაზე პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, რამდენიმე საწარმოს პროექტი დამტკიცდა, რომლებიც თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ამოქმედება და დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის. ინფორმაცია დამტკიცებული პროექტების შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ გააცნო.

ერთ-ერთი პროექტი, რომელიც ხილისა და ბოსტნეულის შესანახი სამაცივრე მეურნეობის შექმნას გულისხმობს, კახეთის რეგიონში, თელავის მუნიციპალიტეტში განხორციელდება, რისთვისაც შპს „აჩინებულს" პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად სოფელ აჩინებულში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობები გადაეცემა.

კომპანიის ინფორმაციით, წარმოდგენილი პროექტი მოიცავს 650 ტონის მოცულობის სამაცივრე მეურნეობის მშენებლობას და თანამედროვე მანქანა-მოწყობილობებით დაკომპლექტებას. მაცივრის ოპტიმალურად დატვირთვისათვის საორიენტაციო, ყოველწლიური შესანახი და სარეალიზაციო პროდუქცია იქნება საადრეო, საზაფხულო და საშემოდგომო ხილი და ბოსტნეული.

შპს „აჩინებული" პროექტის შესაქმნელად 600 000 ლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელებას და ათეულობით ადამიანის დასაქმებას აპირებს.