გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

გიორგი ღიბრაძე: უქმე დღეების პერიოდში სავაჭრო ცენტრებისა და მაღაზიებისთვის დამატებითი შეზღუდვა არ იმოქმედებს

30-04-2021

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, უქმე დღეების პერიოდში სავაჭრო ცენტრებისა და მაღაზიებისთვის დამატებითი შეზღუდვა არ იმოქმედებს და აკრძალვა მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტს და საფლავებზე გასვლას შეეხება.

"უქმე დღეების დროს, რომელიც დღეიდან 12 მაისის ჩათვლით იქნება, არის ორი დამატებითი შეზღუდვა. პირველი- ეს არის 2 დან 4 მაისის ჩათვლით სასაფლაოებზე გასვლის აკრძალვა და მეორე, 2 დან 12 მაისის ჩათვლით ქალაქებში არ იფუნქციონირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. სხვა დამატებითი შეზღუდვა მიღებული არ არის და ყველა ოპერირებს იმ რეჟიმით, რომლითაც ოპერირებდა დღემდე"-განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

მისი თქმით, ნებისმიერი რეგულაცია, რომელიც შემოღებული იქნება ქვეყანაში, დამოკიდებულია არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე. შესაბამისად, ნებისმიერი ახალი ნაბიჯი, რომელსაც გადადგამს მთავრობა, უპირველეს ყოვლისა, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ანალიზით იქნება განპირობებული.

გიორგი ღიბრაძის თქმით, ვაქცინაციის მეორე ეტაპის მიმდინარეობისას, ნაადრევია კონკრეტულ პრივილეგიებზე საუბარი, თუმცა საკოორდინაციო საბჭო განიხილავს, რომელი მიმართულებით შეიძლება შემსუბუქდეს რეგულაციები იმ პირებისთვის, ვინც, საბოლოო ჯამში, იქნება სრული კურსით ვაქცინირებული, ანუ ვაქცინის 2 ეტაპი ექნება
გავლილი.