გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

დღეს ხულოში უფასო სამედიცინო კონსულტაციები გაიმართება

28-03-2018

ხულოში კონსულტაციებს და ლაბორატორიულ-ინსტრუმენტალურ კვლევებს, ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალის წამყვანი სპეციალისტები და დეპარტამენტების ხელმძღვანელები ჩაატარებენ. ინფორმაციას Reginfo ავრცელებს.

სამედიცინო აქცია 11:00 საათზე დაიწყება. ადგილობრივ მოსახლეობას მთელი დღის განმავლობაში შეეძლება უფასო კონსულტაციების მიღება შემდეგი მიმართულებებით:

1. კარდიოლოგი/კარდიოექოსკოპისტი;
2. ენდოკრინოლოგი;
3. ანგიოქირურგი;
4. უროლოგი;
5. გინეკოლოგი;
6. რადიოლოგი;
7. ტრავმატოლოგი;
8. ნევროლოგი;
9. ნეიროქირურგი;
10. ოფთალმოლოგი;
11. ქირურგი;
12. ოჯახის ექიმი;

უახლოეს პერიოდში ხულოს რაიონულ ჰოსპიტალში ადგილობრივ მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა მიიღოს ნევროლოგის, ტრავმატოლოგისა და უროლოგის მომსახურება.

imedinews.ge