გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

აჭარაში 7 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

26-05-2021

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, აჭარაში 7 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.

აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, არარეგისტრირებული სახერხი საამქროები ამოღებულია ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში: ელელიძეები, ტაბახმელა, შუასოფელი და ვანაძეები, ასევე - შუახევის მუნიციპალტეტის სოფლებში: ინწკირვეთსა და ჟანივრში.

მოქალაქეებს ლენტური ტიპის სახერხი დანადგარები საკარმიდამო ეზოებში და საგანგებოდ მოწყობილ შენობებში ჰქონდათ განთავსებული.

ვინაიდან შვიდივე ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნება.