გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

თავდაცვის მინისტრმა დაღუპული სამხედროების შვილებს ბავშვთა დაცვის დღე მიულოცა

1-06-2021

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში, საერთაშორისო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული გმირების შვილებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მიულოცა.

ჯუანშერ ბურჭულაძე მთაწმინდის პარკში შვილებთან ერთად იმყოფებოდა. ბავშვებმა სხვადასხვა გასართობ აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა და პარკის ატრაქციონებით ისარგებლეს.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ჯუანშერ ბურჭულაძემ დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილებს საჩუქრად სავაჭრო ცენტრის ვაუჩერები გადასცა.

"საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში, საერთაშორისო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული გმირების ოჯახების მხარდაჭერა და მათზე ზრუნვა თავდაცვის უწყების ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს" - აცხადებენ თავდაცვის უწყებაში.