გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ონის მერმა თანამშრომლებს პირველი მოადგილე წარუდგინა

1-06-2021

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ თანამშრომლებს პირველი მოადგილე სერგო ხიდეშელი წარუდგინა.

შეხვედრას ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ ქვემო ვანეთის მხარის რწმუნებული, პაპუნა მარგველიძე მოადგილეებთან ერთად, ასევე, რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს ხელმძღვანელი, ქრისტინა კობახიძე და ონის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები.

შეხვედრაზე მერმა, დავით ჩიკვაიძემ აღნიშნა, რომ სერგო ხიდეშელს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და ონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, კონკრეტული გეგმები აქვს.

დღეიდან, სერგო ხიდეშელი ეკონომიკის, საფინანსო-საბიუჯეტო, შიდა აუდიტის, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის, ზედამხედველობის, შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურებსა და მერის წარმომადგენლებთან ურთიერთობისა და კოორდინაციის განყოფილებას გაუწევს კურირებას.