ოთხშაბათი, ივნისი 18, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
დავით თვალაბეიშვილი: რიონის ხეობის დეესკალაციის პროცესში პასუხისმგებლობა „რიონის მცველებმაც" უნდა აიღონ, რომ ისინი „ენკას" თანამშრომლებს ლეგიტიმურად მინიჭებული საქმიანობის წარმოების შესაძლებლობას მისცემენ

13-06-2021

რიონის ხეობაში ვითარების დეესკალაციის პროცესზე მედიაციის შეხვედრაზე საუბრისას მთავრობის მხრიდან აღებული ვალდებულებების შესრულების პარალელურად, ასევე ყურადღება გამახვილდა იმ პასუხისმგებლობაზე, რომელიც „რიონის მცველებმა" უნდა აიღონ კომპანია „ენკას" თანამშრომლებისთვის ლეგიტიმურად მინიჭებული საქმიანობის გაგრძელების მიზნით. ასევე დავაზუსტებ, რომ მედიაციის დროს არ ყოფილა საუბარი ხეობიდან პოლიციის უპირობო გაყვანაზე, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილმა, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების ეგიდით წარმოებული მედიაციის პროცესში ნამახვანიჰესის პროექტის შესახებ.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი იყო „მცველების" მიერ სოფელ ნამახვანში საპროტესტო აქციის განახლებაზე, მაგრამ ამავე დროს, ცალსახა იყო ბატონი დირკ ბუშლეს, მედიატორის მოლოდინი იმის შესახებ, რომ „ენკას" საქმიანობას პროტესტის მონაწილეები ხელს არ შეუშლიდნენ.