გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

შიდა ქართლში ახალი სამაცივრე მეურნეობა შეიქმნა

13-06-2021

გორის მუნიციპალიტეტისსოფელ კარალეთში, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი ახალი სამაცივრე მეურნეობა პროდუქციის მისაღებად მზადაა.

შპს „ქულსერვისის“ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ საწარმოში, ჯამურად, 1,2 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის, 600,000 ლარი გრანტია, ხოლო 300,000 ლარი - შეღავათიანი აგროკრედიტი. სამაცივრე მეურნეობაში 1,000 ტონა ხილის და ბოსტნეულის შენახვაა შესაძლებელი. საწარმოში სეზონურად 20-მდე ადგილობრივი დასაქმდება.

სამაცივრე მეურნეობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა, შიდა ქართლის რწმუნებულმა ვალერიან მჭედლიძემ და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ილია თამარაშვილმა დაათვალიერეს.
„განვლილი წლების განმავლობაში, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, შემნახველი და სამაცივრე ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, ჯამში, გაცემულია 180 მლნ ლარზე მეტი ღირებულების 1,700-ზე მეტი სესხი, სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსებამ, დაახლოებით, 27 მლნ ლარი შეადგინა. შექმნილი ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს ქართველი ფერმერების მიერ წარმოებული პროდუქციის მაღალი ხარისხით შენახვას და გადამუშავებას“,- განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ.

„სოფელ კარალეთში გაიხსნა კიდევ ერთი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სამაცივრე მეურნეობა. მოგეხსენებათ, შიდა ქართლისასოფლო-სამეურნეო პროდუქტის წარმოებით გამორჩეული რეგიონია. ახალი მეურნეობა საშუალებას მისცემს ფერმერებს,შეუფერხებლად დააბინაონ მოსავალი“, -აღნიშნა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, ვალერიან მჭედლიძემ.

სოფლის განვითარების სააგენტოს საგრანტო პროგრამის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მხარდაჭერილია 45-მდე სამაცივრე და შემნახველი მეურნეობა; დაფინანსება, ჯამურად, 23 მლნ ლარს აღემატება. საგრანტო პროგრამის ფარგლებში შიდა ქართლის რეგიონში შეიქმნა 25 სამაცივრე და შემნახველი მეურნეობა;სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსება, ჯამურად, 14 მლნ ლარზე მეტია.