გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გიორგი ღიბრაძე: სავალდებულოა პირბადის ტარება დახურულ სივრცეებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ასევე, ისეთ ადგილებში, სადაც მოსახლეობის კონცენტრაცია არის დიდი

22-06-2021

"შეზღუდვა, რომელიც დარჩა, უპირველესყოვლისა, ეხება ღამის კლუბებს და მათი მუშაობა კვლავინდებურად შეზღუდულია" - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.


მისივე თქმით, რესტორნები იმუშავებენ მხოლოდ ღამის 12 საათამდე.


„შეზღუდვა დარჩა და სავალდებულოა პირბადის ტარება დახურულ სივრცეებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე და ისეთ ადგილებში, სადაც მოსახლეობის კონცენტრაცია არის დიდი, პირობითად რომ განვიხილოთ, მაგალითად ბაზრობები, ბაზრები. ამ შემთხვევაში, ცხადია, უნდა გავუფრთხილდეთ საკუთარ თავს, პირველ რიგში, ერთმანეთს და იქ, პირბადე უნდა ვატაროთ.
ზოგადად, პირბადის ტარებასთან დაკავშირებით, რეკომენდაცია კვლავინდებურად რჩება რეკომენდაციად - პირბადის ტარება რეკომენდებულია, იმისთვის, რომ ნაკლები რისკი იყოს ვირუსის გავრცელების", - აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.