გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ტყიბულში რეკრეაციული ზონების განახლება მიმდინარეობს

24-06-2021

პროექტის ,,ადგილობრივი პარტნიორობა იმერეთის მეორე დონის პოსტ-ინდუსტრიული ქალაქების რევიტალიზაციისთვის“ ფარგლებში, ტყიბულში რეკრეაციული ზონების განახლება მიმდინარეობს, რომელიც გამსახურდიას ქუჩაზე ორი სკვერის რეაბილიტაციას გულისხმობს.

9 აპრილის სახეელობის სკვერში არსებულ სამუშაოებს ტყიბულის მუნიციპალიეტის მერი თემურ ჩუბინიძე გაეცნო და სამუშაოთა მწარმოებელს გაესაუბრა. 9 აპრილის სახელობის სკვერის რეაბილიტაცია მოიცავს კომპლექსურ სამუშაოებს, მათ შორის, ბილიკების მოპირკეთებას, მოაჯირების განახლებას, ახალი კედლის ჩამოსხმა -მოხატვას, ბავშვთა გასართობის სივრცის მოწყობას, ასევე შეიცვლება განათება და გამწვანება.

პარალელურად, სკვერის განახლება დაწყებულია ცენტრალური ბიბლიოთეკის მიმდებარედ. დასასვენებელი სივრცეები ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის. აღნიშნული პროექტი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით გამოცხადებული ,,იდეების კონკურსი“-ს ფარგლებში ხორციელდება და მისი საერთო ღირებულება 100 000 ლარს შეადგენს.