გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო თამბაქოსა და ალკოჰოლური ნაწარმის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს

27-06-2021

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომლებმა, ქუთაისსა და გარდაბანში  განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, 474 კოლოფი უაქციზო თამბაქოსა და 8 ლიტრი უაქციზო ალკოჰოლური ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-გადაზიდვის 3 ფაქტი გამოავლინეს.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ უაქციზო საქონელი. 2 ფაქტზე, სამართალდამრღვევი პირების მიმართ ადმინისტრაციული ს.კ-ის 1552 მუხლის შესაბამისად შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და საქმის მასალები სასამართლოს ქვემდებარეობის მიხედვით გადაეგზავნა.

ხოლო 1 ფაქტზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.