გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ნინო წილოსანი: თუ 2012 წელს აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი ნახევარი მილიარდი იყო, 2021 წელს ის მილიარდს გადასცდება

7-09-2021

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა პლენარულ სხდომაზე თავის გამოსვლაში კოლეგებს აგრარულ სექტორში არსებული ვითარებისა და დადებითი დინამიკის შესახებ ინფორმაცია გააცნო. „მასშტაბის დასანახად გეტყვით, რომ თუ 2012 წელს  აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი ნახევარი მილიარდი იყო, 2021 წელს ის მილიარდს გადასცდება. ამ გაორმაგებული ციფრების უკან დგანან ადამიანები, ფერმერები და ის კონკრეტული საქმეები, რომელსაც ჩვენი პოლიტიკური გუნდის დახმარებით სოფლად მცხოვრები ადამიანები ანხორციელებენ.

კონკრეტიკაზეც გადავალ და გეტყვით, მაგალითად თხილის ექსპორტი გაზრდილია  50%-ით, წინა პერიოდთან შედარებით და 106 მლნ დოლარს გადაცდა. აქვე აღსანიშნავია, რომ ექსპორტის ძირითადი წილი მოდის ევროკავშიურის ქვეყნებზე, რაც ასევე ჩვენი საერთო პოლიტიკის და სტრატეგიის ნაწილია.

ატამი ერთ-ერთი წარმატებული პროდუქტი გახდა აგრარულ სექტორში და მისი წარმატებით ექსპორტირება დაკავშირებულია აგრარულ პოლიტიკასთან, სამაცივრე მეურნეობების განვითარებასთან. ასევე მოცვის ექსპორტი, რომელიც 45%-ით არის გაზრდილი და რაც უფრო მსხმოიარობაში შევა გაშენებული პლანტაციები, მით უფრო უკეთესი შედეგი გვექნება. ასევე აღსანიშნავია  სახელმწიფოს მუდმივი ზრუნვა  რთველის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, ის მძიმე ფაქტები ვენახების დასერტყვასთან დაკავშირებით, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან     რეაგირების გარეშე არ დარჩა.

ბოლოს მინდა გითხრათ მექანიზაციის პროექტზე, რომელიც პრემიერის ინიციატივით ხორცილედება. სახელმწიფო თანადაფინანსებაში 30-35%-ით შედის და ეს პროექტი აგტრარულ სექტორში მომუშავე ადამიანების ეფექტიანობას სულ სხვა შედეგს მისცემს" - აღნიშნა ნინო წილოსანმა.