გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

დავით ქართველიშვილი მეგის ქარდავაზე: მადლობა მინდა გადავუხადო ირაკლი ღარიბაშვილს, ჯალათი ჩამოყვანილია - ეს არის დღეს მთავარი! დანარჩენი მოგვიანებით!

17-09-2021

ექსპერტი დავით ქართველიშვილი საქართველოში მეგის ქარდავას ექსტრადიციას ეხმიანება და სოციალურ ქსელში წერს.


,,პირველ რიგში - მადლობა მინდა გადავუხადო პირადად პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს, და ყველა იმ კონკრეტულ ადამიანს, ჩემს უახლოეს მეგობრებს, ვინც უშუალოდ, მთლიანად ჩართულები იყვნენ ამ პროცესში, და ყველაფერი გააკეთეს ამ ჯალათის აქ ჩამოსაყვანად! ეს ის ადამიანები არიან, ვინც ჯერ კიდევ 2013 წელს ნარაზენის "კასრების" ოპერაციაში ლომის წვლილი შეიტანეს და ღმერთს შეჰფიცეს - იქ დაწყებული საქმე ბოლომდე მიეყვანათ. და უფალმაც შეისმინა მათი ვედრება!


განსაკუთრებული მადლობა კი იმისთვის, რომ ყოველივე მას შემდეგ, რასაც ეს დღეები ცდილობდნენ სააკაშვილი, მისი მოძრაობა, ნაც/ტელევიზიები, "ქართულ ოცნებაზე" გაბოროტებული ძალები, რათა ქვეყნის მოსახლეობაში ნიჰილიზმი და ხელისუფლების მიმართ უნდობლობა და უსუსურობის შეგრძნება გამოეწვიათ - ამ იდეის ავტორებს ეს მზაკვრული ჩანაფიქრები სრული და აწ უკვე მერამდენე კრახით დაუგვირგვინდათ! კიდევ ბევრი რამის თქმა და დაწერა შემიძლია ამ თემის გარშემო, მაგრამ დღეს ამ გამონათქვამის სიბრძნეს გავყვები: “ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების!". ჯალათი ჩამოყვანილია - ეს არის დღეს მთავარი! დანარჩენი - მოგვიანებით!''.