გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ვლადიმერ ბოჟაძე: მეგის ქარდავას საარჩევნო ნომერია 5, იცოდეთ ვის აძლევთ ხმას - მეგის ქარდავა N5

17-09-2021

„მეგის ქარდავა „ნაციონალური მოძრაობის“ ნამდვილი სახე, ჯალათი, ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი“ - ამ სიტყვებით ეხმაურება ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადირებას.


„ყველა მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, პარტიული სიის წევრები, მაჟორიტარი კანდიდატები და როგორ თავად ამბობენ „რეფერენდუმის ლიდერები“, ყველანი მეგის ქარდავები არიან, სწორედ რომ მეგის ქარდავას საარჩევნო ნომერია 5, იცოდეთ ვის აძლევთ ხმას - მეგის ქარდავა N5“, - წერს ვლადიმერ ბოჟაძე.


ინფორმაციისთვის, 8-წლიანი ძებნის შემდეგ დღეს უკრაინიდან საქართველოში თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის მეგის ქარდავა ექსტრადირება განხორციელდა. იგი უკრაინაში 11 სექტემბერს დააკავეს.


ქარდავამ საქართველო 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დატოვა. ქარდავას სისხლის სამართლის 11 საქმეზე წარედგინა ბრალდება. ამასთან, სასამართლომ 5 საქმეზე ქარდავას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.