20-09-2021
„ქართული ოცნების" საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა პარტიის სოციოლოგიური ჯგუფის მიერ ბათუმში ჩატარებული კვლევის შედეგები გაასაჯაროვა.
მისი განცხადებით, სოციოლოგიური კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-17 სექტემბერის პერიოდში. კვლევის ფარგლებში, გამოიკითხა 2690 რესპონდენტი, საიდანაც ფავორიტი პარტია გამოკითხულთა 87,9 % დაასახელა. ცდომილების ზღვარი შეადგენს 3 %.
„პირველ რიგში, წარმოგიდგენთ პარტიული რეიტინგების შეწონილ მონაცემებს. კითხვაზე, „ხვალ რომ ბათუმის საკრებულოს არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას", პასუხები შემდეგი სახით განაწილდა:
|
ქართული ოცნება |
49,2% |
|
ნაციონალური მოძრაობა |
29,8% |
|
საქართველოსთვის |
4,1% |
|
გირჩი - მეტი თავისუფლება |
2,8% |
|
ლელო |
2,1% |
|
პატრიოტთა ალიანსი |
1,9% |
|
მესამე ძალა |
1,2% |
|
მოქალაქეები |
1,2% |
|
ლეიბორისტული პარტია |
1,1% |
|
ევროპული საქართველო |
1,1% |
|
გირჩი |
0,6% |
|
სხვა პარტიები |
4,9% |
რეიტინგების გათვალისწინებით, „ქართული ოცნების" შვიდივე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დამაჯერებლად იგებს არჩევნებს.
შესაბამისად, ბათუმის საკრებულოს არჩევნები ამ შედეგებით რომ დასრულდეს, საკრებულოს წევრთა მანდატები პარტიებს შორის შემდეგი სახით განაწილდებოდა:
|
ქართული ოცნება |
24 |
|
ნაციონალური მოძრაობა |
10 |
|
საქართველოსთვის |
1 |
წარმოგიდგენთ ბათუმის მერობის კანდიდატების შეწონილ რეიტინგებს. კითხვაზე, „ხვალ რომ ბათუმის მერის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას", პასუხები შემდეგი სახით განაწილდა:
|
არჩილ ჩიქოვანი (ქართული ოცნება) |
54.1% |
|
გიორგი კირთაძე (ნაციონალური მოძრაობა) |
30.6% |
|
ირაკლი მიქელაძე (საქართველოსთვის) |
4.6% |
|
გიორგი ფუტკარაძე (გირჩი - მეტი თავისუფლება) |
2.1% |
|
ბონდო გუგულაძე (პატრიოტთა ალიანსი) |
1.9% |
|
კახაბერ ცისკარიძე (დამოუკიდებელი კანდიდატი) |
1.2% |
|
სხვა კანდიდატები |
5.5% |
როგორც ხედავთ, „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატს აქვს ძალიან მყარი შესაძლებლობა, არჩევნები პირველივე ტურში დიდი უპირატესობით მოიგოს.
რა თქმა უნდა, ყველაფერი 2 ოქტომბერს ბათუმელი ამომრჩევლის აქტიურობაზე იქნება დამოკიდებული.
არჩილ ჩიქოვანს და საკრებულოს წევრობის კანდიდატებს ვუსურვებთ გამარჯვებას“ - განაცხადა პაპუაშვილმა.