გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ვასილ ხოდელი: „ლიბერთის“ აქვს ამბიცია და შესაძლებლობა ჰქონდეს დივერსიფიცირებული პორტფელი

21-09-2021

ახალი ლიბერთი არის შარშან მომზადებული სტრატეგიული გეგმის პროდუქტი და ეს არის გრძელვადიანი განვითარების გეგმა, რომელიც ეხება სხვადასხვა მიმართულებებს. ჩვენ ვქმნით მომხმარებელზე ორიენტირებულ ბანკს- ამის შესახებ ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა განაცხადა.


მისი თქმით, ლიბერთის ახალი გუნდის მიზანია, ბანკს ჰქონდეს მომსახურების მაღალი ხარისხი, გარდა საცალო მიმართულებისა, ლიბერთი იყოს განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის აქტიური მხარდამჭერი და შექმნას ღია, მდგრადი და კორპორატიული კულტურა.


„ლიბერთისთვის მცირე ბიზნესის მხარდაჭერა ახალი არ არის და ჩვენ მიგვაჩნია, რომ განსაკუთრებით აქტიურად ვიქნებით წარმოდგენილი აგროსექტორში, სადაც მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილია დასაქმებული. ეს იქნება არა მხოლოდ პირველადი წარმოების კუთხით, არამედ შემდგომი გადამუშავების ნაწილშიც. გარდა ამისა, ჩვენ სხვადასხვა სეგმენტებში აქტიურად ვიქნებით წარმოდგენილი საბოლოო ჯამში იმ მიზნით, რომ მივიღოთ დივერსიფიცირებული საკრედიტო პორტფელი“,- აღნიშნა ვასილ ხოდელმა.


ლიბერთის გენერალური დირექტორის განცხადებით, ბანკი ინაცვლებს მოქმედების ფაზაში და შესაბამისად, ლიბერთის აქვს ამბიცია, მიიღოს უფრო დივერსიფიცირებული პორტფელი, საცალო სეგმენტის ნაწილშიც.