გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო სრულად უჭერს მხარს ავღანელი ხალხის დასახმარებლად საერთაშორისო თანამეგობრობის ინიციატივას

22-09-2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ავსტრიის კანცლერ სებასტიან კურცთან შეხვედრას სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ეხმაურება.


მთავრობის მეთაური წერს, რომ საქართველო სრულად უჭერს მხარს ავღანელი ხალხის დასახმარებლად საერთაშორისო თანამეგობრობის ინიციატივას და ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და მისი მოკავშირეების გვერდში დგომას „მტკიცე მხარდაჭერის მისიის" დასრულების შემდეგაც აგრძელებს.


"შესანიშნავი შესაძლებლობა მქონდა მონაწილეობა მიმეღო ჩვენი ავსტრიელი პარტნიორებისა და თავად ავსტრიის რესპუბლიკის კანცლერის სებასტიან კურცის მიერ ორგანიზებული მაღალი დონის დიალოგში. საქართველო სრულად უჭერს მხარს ავღანელი ხალხის დასახმარებლად საერთაშორისო თანამეგობრობის ინიციატივას და ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და მისი მოკავშირეების გვერდით დგომას „მტკიცე მხარდაჭერის მისიის" დასრულების შემდეგაც აგრძელებს", - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.