გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

სამინისტროს სისტემაში საარჩევნო სიების დაზუსტებისთვის გაწეულ სამუშაოებს დადებითად აფასებს

4-10-2021

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიამ 2021 წლის 2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშრებით წინასწარი დასკვნა გამოქვეყნა. დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ამომრჩეველთა სიის დახვეწის მიზნით განხორციელებულ საქმიანობას, რომელიც, წინა წლების მსგავსად, კვლავ დადებითად არის შეფასებული.


,,საარჩევნო პროცესში მონაწილე მხარეების უმეტესობამ ნდობა გამოხატა საარჩევნო სიების სიზუსტის მიმართ. ''- ნათქვამია ანგარიშში.


როგორც სადამკვირვებლო მისია ამავე დოკუმენტში უთითებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზის დაზუსტებისა და დახვეწის მიზნით ახორციელებს გრძელვადიან პროექტს და სამუშაოებს, რაც სხვა საკითხებთან ერთად ბაზიდან დუბლირებული და გარდაცვლილთა მონაცემების ამოღებას მოიცავს.


ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა წინასაარჩევნო გარემოს შესწავლის მიზნით მიმდინარე წლის სექტემბერში შეხვედრები გამართეს როგროც სახელმწიფო უწყებების ისე პოლიტიკური პარტიების მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.