გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი ღარიბაშვილი: არჩევნების მეორე ტურებს ჩვენ აბსოლუტურად გამჭვირვალედ ჩავატარებთ, ყველა ქალაქში მოვიგებთ ამ არჩევნებსაც და ამის შემდეგ ქვეყანამ უნდა გააგრძელოს მშვიდობიანი განვითარება

11-10-2021

ერთი რამ მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომ არჩევნების მეორე ტურებს ჩვენ აბსოლუტურად გამჭვირვალედ ჩავატარებთ, ყველა ქალაქში მოვიგებთ ამ არჩევნებსაც და ამის შემდეგ ქვეყანამ უნდა გააგრძელოს მშვიდობიანი განვითარება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.


მან ხაზი გაუსვა, რომ მთავარი საზრუნავი და კითხვები უნდა შეეხებოდეს მოსახლეობის მთავარ გასაჭირს, რაც არის უმუშევრობა და სიღარიბე.


„ერთი რამ მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომ არჩევნების მეორე ტურებს ჩვენ აბსოლუტურად გამჭვირვალედ ჩავატარებთ, ყველა ქალაქში მოვიგებთ ამ არჩევნებსაც და ამის შემდეგ ქვეყანამ უნდა გააგრძელოს მშვიდობიანი განვითარება. ჩვენი მთავარი საზრუნავი და კითხვები უნდა შეეხებოდეს ჩვენი მოსახლეობის მთავარ გასაჭირს, რაც არის უმუშევრობა, სიღარიბე, ეკონომიკური განვითარება და ქვეყნის სტაბილურობა და მშვიდობა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.