გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ვაზიანის სასროლეთზე ნატოს შეფასების მე-2 დონის მოსამზადებელი წვრთნები გაიმართა

13-10-2021

„ნატოს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამის” (OCC E&FP) ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მე-3 ასეულმა ნატოს შეფასების მე-2 დონის (NEL-2) მოსამზადებელი საველე სწავლება ჩაატარა.


სამხედრო წვრთნები ვაზიანის სასროლეთზე მიმდინარეობდა. მე-12 ბატალიონის მე-3 მსუბუქი ქვეითი ასეულის სამხედროებმა ბრძანების გაცემის,

მოტორიზებული პატრულის, ჩასაფრებაზე რეაგირების, სამედიცინო ევაკუაციისა და უკან გამოსვლის სავარჯიშოები განახორციელეს. 3-კვირიანი მოსამზადებელი წვრთნების შემდეგ, ქვედანაყოფი ნატოს შეფასების (NEL-2) მე-2 დონეს გაივლის.


აღნიშნულ პროგრამას საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების სამმართველო ხელმძღვანელობს.