გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ბათუმში ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

8-11-2021

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით ბათუმის ღვთისმშობლის
საკათედრო ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.


სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ტაძრის სახურავის შეკეთება, წყალსაწრეტი სისტემისა და სანიაღვრე ქსელის მოწყობა. ეზოში არსებული ღობის რეაბილიტაცია.


1897-1902 წწ-ში აშენებული კათოლიკური ეკლესია, რომლის მშენებლობის დაფინანსება კონსტანტინე ზუბალაშვილმა იტვირთა, წარმოადგენს ნეოგოთიკური სტილის ბაზილიკას. გასაბჭოების შემდეგ ეკლესია დაიხურა. მასში სხვადასხვა დროს არქივი და მაღალი ძაბვის ლაბორატორია იყო განთავსებული. 1989 წელს შენობა საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას გადაეცა და დღეს ის ღვთისმშობლის შობის სახელობის კათედრალია.