გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების ხომალდები შემოვიდნენ

8-11-2021

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ამერიკის შეერთებული შტატების მე-6 ფლოტის სამეთაურო ხომალდი - USS Mount Whitney (LCC 20) და საზღვაო ხომალდი - USS Porter (DDG 78) შემოვიდნენ. ხომალდების ეკიპაჟების წევრებს ბათუმის პორტში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, I რანგის კაპიტანი - რამაზ პაპიძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე - თორნიკე რიჟვაძე დახვდნენ.


საქართველოში საპორტო ვიზიტის ფარგლებში, ორი ქვეყნის საზღვაო დანაყოფების წარმომადგენლები, გამოცდილების გაზიარების მიზნით, სხვადასხვა შეხვედრას გამართავენ, ასევე, ერთობლივი საზღვაო წვრთნები გაიმართება შავ ზღვაში, რაც ხელს შეუწყობს ეკიპაჟებს შორის ურთიერთქმედების გაუმჯობესებას და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის შესაძლებლობების განვითარებას.


ხომალდები - USS Mount Whitney და USS Porter საზღვაო ოპერაციებს ამერიკის მე-6 ფლოტის სამოქმედო არეალში ახორციელებენ. მე-6 ფლოტი, რომელიც ბაზირებულია ნეაპოლში, ერთობლივი და საზღვაო ოპერაციების სრულ სპექტრს ახორციელებს. ოპერაციები ტარდება მოკავშირეებსა და პარტნიორებთან კოორდინირებულად, რათა ხელი შეუწყონ ევროპასა და აფრიკაში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.


USS Mount Whitney (LCC 20) აშშ-ის მე-6 ფლოტის ფლაგმანი ხომალდია. "ბლუ რიჯის" კლასის სამეთაურო გემი აღჭურვილია ახლო მანძილის თავდაცვითი შეიარაღებით. აღნიშნული ხომალდი საქართველოს მეხუთედ სტუმრობს. მასზე წარმოდგენილია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საზღვაო დამრტყმელი და მხარდამჭერი ძალების მეთაურობა, რომელსაც ხელმძღვანელობს მე-6 ფლოტის უფროსი, ევროპასა და აფრიკაში აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურის მოადგილე, ვიცე-ადმირალი ეუჯინ ბლექი.


USS Porter (DDG 78) კი აშშ-ის საზღვაო ძალების "არლი ბურკის" კლასის მართვადი სარაკეტო გამანადგურებელია, რომელსაც შეუძლია წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო საომარი მოქმედებების და ბალისტიკური სარაკეტო თავდაცვის წვრთნებისა და ოპერაციების ჩატარება. ხომალდი საქართველოს მეოთხედ ეწვია.