გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ოპოზიცია სახელმწიფო კანცელარიის ბლოკირებას გეგმავს

8-11-2021

დედაქალაქში, თავისუფლების მოედანზე შეკრებილი, ოპოზიციის მიერ გამოყვანილი ხალხი სახელმწიფო კანცელარიისთვის წრის შემოვლებას და მისი მუშაობის პარალიზებას გეგმავს.


ამის შესახებ აქციის მონაწილეებს ნაცმოძრაობის დედაქალაქის მერობის ყოფილმა კანდიდატმა ნიკა მელიამ მოუწოდა და ხალხის ნაკადს წინ თავად გაუძღვა.


მელიას განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი თუ კანცელარიაში იმყოფება, მას შენობის დატოვების საშუალება არ უნდა მიეცეს, ხოლო თუ არ იმყოფება, იქ შესვლა ვეღარ უნდა შეძლოს.


ამასთან, მელიას განცხადებით, აქციის მონაწილეები არსად შეჭრას არ აპირებენ.


ნიკა მელიამ აგრეთვე, ხვალ "უწყვეტი პროტესტის" დაწყება იუსტიციის სამინისტროსთანაც დააანონსა.