გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

მამუკა მდინარაძე: ცემიდან, წამებიდან და საკუთარი ჩვენების ძალით ჭამიდან მივედით იქამდე, რომ დღეს მსჯელობის საგანია ის, ჰყავს თუ არა ციხის საავადმყოფოს ერთმანეთთან შეთამაშებული ექიმების ჯგუფი შიმშილობის პროტოკოლთან დაკავშირებით

18-11-2021

ცემიდან, წამებიდან და საკუთარი ჩვენების ძალით ჭამიდან მივედით იქამდე, რომ დღეს განხილვის და მსჯელობის საგანია ის, ჰყავს თუ არა ციხის საავადმყოფოს ერთმანეთთან შეთამაშებული ექიმების ჯგუფი შიმშილობის პროტოკოლთან დაკავშირებით - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პროკურატურის მიერ გავრცელებული ჩანაწერის კომენტირებისას.


მისი თქმით, ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს პრობლემა იყო ის, აჭმევდნენ თუ არა საკუთარ ჩვენებას ადამიანს, გააუპატიურებდნენ, აწამებდნენ და ღირსებას შეულახავდნენ თუ არა.


„ცემიდან, წამებიდან და საკუთარი ჩვენების ძალით ჭამიდან მივედით იქამდე, რომ დღეს განხილვის და მსჯელობის საგანია ის, ერთმანეთთან შეთამაშებული ექიმების ჯგუფი შიმშილობის პროტოკოლთან დაკავშირებით ყავს თუ არა ციხის საავადმყოფოს, ისინი ამბობენ, რომასეთი არ ჰყავს და მეორე მხარე ამტკიცებს, რომ არის. სულ ახლახანს, ბევრი წლის წინ არა, როცა ნაცმოძრაობა იყო ხელისუფლებაში, პრობლემა იყო ის, აჭმევდნენ თუ არა საკუთარ ჩვენებას ადამიანს, გააუპატიურებდნენ თუ არა, აწამებდნენ და ღირსებას შეულახავდნენ თუ არა, ამაზეა საუბარი“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.