გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ციხისძირიდან მრავალწლოვანი ხის გადატანის დროს ქობულეთის საკრებულოს წევრი ცემეს

30-04-2018

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირიდან ბიძინა ივანიშვილის მიერ შეძენილი მრავალწლოვანი ქაფურის ხის გადატანის დროს, გვიან ღამით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ნაცემია ქობულეთის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ბონდო თედორაძე.

ხის გადატანის დროს ბათუმი-ქობულეთის მაგისტრალის ციხისძირის მონაკვეთი ჩაკეტილი იყო. მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა.

„ხეებს „ქართული ოცნების“ აქტივისტები აცილებდნენ. მოვედით და ამ უკანონობას ვაპროტესტებდით. კონკრეტულად არ შემიძლია ვთქვა, მაგრამ რამდენიმე ადამიანი თავს დაგვესხა საკრებულოს წევრებს და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს. ჩემი თანაგუნდელები ითხოვდნენ, რომ პოლიციას ზომები მიეღო, მაგრამ საჯარო მოხელეები, სამართალდამცველები გაფრთხილებული არიან, ხელი არ შეუშალონ მათ შორის იმ აქტივისტებს, რომლებიც ზეწოლას ახორციელებენ“, - განაცხადა ბონდო თედორაძემ.

თედორაძეს დახმარება ადგილზე მისულმა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ აღმოუჩინა.

სამართალდამცავებს აქციაზე არავინ დაუკავებიათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ბიძინა ივანიშვილი სოფელ შეკვეთილში დენდროლოგიურ პარკს აკეთებს, რისთვისაც საქართველოს რეგიონებიდან გიგანტური ხეები გადააქვთ. ციხისძირი ერთ-ერთი სოფელია აჭარაში, საიდანაც ხეების ტრანსპორტირება ხდება. ტრანსპორტირებას კომპანია „ზიმო“ ახორციელებს.

 

reginfo.ge