გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ასოცირების შეთანხმებათა სრული პოტენციალი უნდა გამოვიყენოთ და თანამშრომლობა ყველა მიმართულებით უნდა გავაძლიეროთ

30-11-2021

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან და მოლდოვის პრემიერ-მინისტრ ნატალია გავრილიცასთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში" ეხმაურება.


ურსულა ფონ დერ ლაიენი აღნიშნავს, რომ ასოცირებული ტრიოს ქვეყნებმა და ევროკავშირმა შეთანხმებათა სრული პოტენციალი უნდა გამოიყენონ და თანამშრომლობა ყველა მიმართულებით უნდა გააძლიერონ.


„ მოხარული ვარ, რომ საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის პრემიერ-მინისტრებს შევხვდი. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ასოცირების შეთანხმებათა სრული პოტენციალი და ჩვენი თანამშრომლობა ყველა მიმართულებით გავაძლიეროთ. მოუთმენლად ველი მოახლოებულ სამიტს, რომელიც ახალ ბიძგს მისცემს ჩვენს აღმოსავლეთ პარტნიორობას",- წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.