გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ხობის მუნიციპალიტეტში სადრენაჟე სისტემა წესრიგდება

8-12-2021

შპს „საქართველოს მელიორაცია“, ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ პირველ მაისში ხობი-უტორას დამშრობი მასივის მოწესრიგების სამუშაოებს ატარებს. ხე-მცენარეებისა და ნატანიმასისგან 3 კილომეტრი სიგრძის სხვადასხვა კატეგორიის კოლექტორული და შემკრები არხები იწმინდება.


სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს, რაც მუნიციპალიტეტში 25 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურებას აღადგენს და ერთწლოვანი კულტურების წარმოების შესაძლებლობას და მოსავლიანობას გაზრდის.


დამშრობ მასივზე მიმდინარე სამუშაოები დეკემბერში დასრულდება.