გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში ლანჩხუთში სხვადასხვა გასართობი აქტივობები გაიმართა

14-01-2022

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საახალწლოდ გასამართი ღონისძიებების ფარგლებში ლანჩხუთში სხვადასხვა გასართობი აქტივობები გაიმართა, რომელიც ყველა ასაკობრივი სეგმენტისთვის იყო გათვლილი. მოეწყო საშობაო ქარავანი, ადგილობრივ ხელოვანთა და მეწარმეთა ბაზრობები, საბავშვო გასართობი სივრცეები.

საზეიმო მსვლელობა მოაწყო მოძრავმა ორკესტრმა. ტერიტორიაზე განთავსდა ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. პატარებს თოვლის ბაბუამ დაურიგა ტკბილეული. გაიმართა ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი. რის შემდეგაც სცენა ,,გორდელას" დაეთმო. შემდეგ კი ,,ჩვენებურები" და ,,ოჩოს ქოხი" წარსდგა მსმენელის წინაშე. სადღესასწაულო ღონისძიებები ფოიერვერკით დასრულდა.