გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

წითელ ხიდსა და ბათუმის აეროპორტში არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

24-01-2022

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული საქონლის შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს. კერძოდ, საბაჟო გამშვებ პუნქტში „წითელი ხიდი", მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მხრიდან შემოსული სატვირთო მანქანის (რომელსაც საქართველოს მოქალაქე რ.ბ. მართავდა) დეტალური დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა 3 498 ღირებულების არადეკლარირებული საქონელი.


სამართალდარღვევის კიდევ ერთი ფაქტი საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ბათუმის აეროპორტი" აღიკვეთა. უკრაინის მოქალაქის ა.პ.-ს კუთვნილ კომერციული დანიშნულების, არადეკლარირებულ 3 687 ლარის ღირებულების საქონელს, კანონმდებლობის შესაბამისად წითელი დერეფანი განესაზღვრა.


საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ჯამში, 7 185 ლარის ოდენობით შეეფარდათ.