7-05-2018
როგორც მოსახლეობა „აიპრესთან“ ყვება, მშენებლობა მათ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის, იქედან გამომდინარე, რომ სამშენებლო სამუშაოები მათი საცხოვრებელი სახლიდან 20-25 მეტრში მდებარეობს, მოსახლეობა მშენებლობის შეჩერებას მოითხოვს, ისინი ამ წუთებში ხულოს მერიაში იმყოფებიან და გოჩა მელაძესთან შეხვედრას მოითხოვენ, მათივე თქმით თუ მერი მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს პერნამენტული აქციებით იმუქრებიან.
სოციალურ სახლში მცხოვრები მერაბ აბულაძე „აიპრესთან“ ყვება, რომ მშენებლობას ძირითადად ღამის საათებში აწარმოებენ, მისივე თქმიტ წუხელ ღამით მშენებლობა მოსახლეობამ საკუთარი ძალებით შეაჩერა, ადგიზე საპატრულო პოლიციაც იყო მობილიზებული, აბულაძის განცხადებით თუ მათი მოთხოვნა დაუღონებლივ არ შესრულდება დღესვე საპროტესტო აქციებს გამართავენ და მანამდე გააგრძელებენ სანამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.
„უჰაეროდ დარჩენილი ხალხი!!!“ ასე ეხმაურება საკითხს „ერთიანი ნაციონარული მოძრაობის“ ხულოს რაიონული ორგანიზაციის წევრი ირაკლი ჯორბენაძე.
„ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაშლოვანში, ახლად აშენებული სოციალური სახლიდან 40-45 მეტრში, მიმდინარეობს ბეტონის ქარხნის ჯერჯერობით უკანონო მშენებლობა, რომელსაც სოციალური სახლის მობინადრეები აპროტესტებენ.
მიუხედავად ხალხის პროტესტისა მშენებლობა მაინც გრძელდება.
სოციალური სახლის მცხოვრებლები ვარაუდობენ, რომ ამ უკანონო მშენებლობის უკან ვინმე მაღალჩინოსნის ინტერესები იმალება.
მოსახლეობა უკან დახევას არ აპირებს და პერმანენტული აქციებით იმუქრება. თუ ამან შედეგი არ გამოიღო ისინი კარვების გაშლით, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის გადაკეთვით და შიმშილობით იმუქრებიან.“ აცხადებს ირაკლი ჯორბენაძე.
„აიპრესი“ დაუკავშირდა ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროს, თუმცა საკითხთან დაკავშირებით კომენტარი მოგვაინებით გაკეთდება.