10-05-2018
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, მარტვილის მუნიციპალიტეტში გატარებული პრევენციული ღონისძიების შედეგად, 2 უკანონო სახერხი საამქრო და სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 6 ფაქტი გამოვლინდა.
ამოღებულია რცხილასა და კრიპტომერიის სახეობის დაუფირნიშებელი მორები და უკანონოდ მოპოვებული 5 მ3 პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი.
სამართალდარღვევებთან დაკავშირებით შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ 12 ოქმი (128 პრიმა 2 მუხლის მე-2 ნაწილით, 128 პრიმა 3 მუხლის მე-3 ნაწილით, 53 პრიმა 2 მუხლით და ნარჩენების მართვის კოდექსის 31 მუხლის მე-8 ნაწილით), რომლებიც ითვალისწინებენ საჯარიმო სანქციებს 1000-დან 2000 ლარამდე.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის ორგანოს გადაეგზავნა.