გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

თორნიკე რიჟვაძე ბათუმის ,,დინამოს" საპატიო პრეზიდენტად აირჩიეს

25-03-2022

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს საფეხბურთო კლუბის, ბათუმის ,,დინამოს" საპატიო პრეზიდენტის წოდება მიენიჭა. აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობის თავმჯდომარეს ბათუმის დინამოს პრეზიდენტმა, არჩილ ბერიძემ, ფეხბურთელებთან ერთად გააცნო.


,,ვამაყობთ დინამო ბათუმის წარმატებით. ჩემპიონი გუნდი შევქმენით ყველამ ერთად. ძალიან გამიხარდა ბათუმის დინამოს დღევანდელი გადაწყვეტილება და ვეცდები ეს პასუხისმგებლობა ღირსეულად ვატარო. ყველამ ერთად უნდა ვეცადოთ, რომ არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, ევროპაშიც ერთ-ერთ ყველაზე მაგარ გუნდათ გადავაქციოთ ბათუმის დინამო" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.


ბათუმის ,,დინამო" წელს პირველად გახდა საქართველოს ეროვნული ლიგის ჩემპიონი. ასევე, 2022 წელს ბათუმის დინამომ სუპერთასის გამარჯვებულის ტიტული მოიპოვა.