გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2022    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ირაკლი ღარიბაშვილმა დონორთა მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში „უკრაინისთვის" მიიღო მონაწილეობა

5-05-2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოლონეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, დონორთა მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში „უკრაინისთვის" მიიღო მონაწილეობა, რომელსაც არაერთი ქვეყნის ლიდერი ესწრებოდა.


საქართველოს მთავრობის მეთაური ვარშავის ეროვნულ სტადიონზე იმყოფებოდა, რომელმაც მაღალი დონის კონფერენციას უმასპინძლა.


ირაკლი ღარიბაშვილს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი და შვედეთის პრემიერ-მინისტრი მაგდალენა ანდერსონი.


დახვდნენ. მაღალი დონის საერთაშორისო დონორთა კონფერენციას პოლონეთისა და შვედეთის პრემიერ-მინისტრები ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებთან პარტნიორობით ერთობლივად მასპინძლობდნენ. კონფერენციის მონაწილეებმა უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად შექმნილი ვითარება მიმოიხილეს და ჰუმანიტარული და ეკონომიკური კრიზისის გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.


კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ, შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.


კონფერენციის მონაწილეებმა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეო მიმართვასაც მოუსმინეს.


მაღალი დონის კონფერენციის მონაწილეებს შორის იყვნენ - შვედეთის, ესპანეთის, უკრაინის, ლიეტუვას, ლატვიის, ალბანეთის, ხორვატიის, ისლანდიის, სლოვაკეთის, სლოვენიის და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრები.


მთავრობის მეთაურმა კონფერენციის ფარგლებში გამართულ საქველმოქმედო სესიაზე, მონაწილე ლიდერებს სიტყვით მიმართა.


სესიაში სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებთან ერთად, მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციისა და გაეროს წარმომადგენლები.


დონორთა მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციას საქართველოს მხრიდან ასევე ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში ზურაბ ბერიძე.