გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

იუსტიციის მინისტრი: მოვუწოდებთ სახალხო დამცველს, თუკი აქვთ სააკაშვილის თანხმობა, გაასაჯაროონ წერილობითი კითხვები

9-05-2022

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ 30 აპრილს სახალხო დამცველის აპარატს გაეგზავნა კითხვები, რომლებიც დასმული იყო ექიმების მიერ, მაგრამ წერილობითი პასუხი უწყებას არ მიუღია.


"თუ სახალხო დამცველს აქვს სააკაშვილისგან წერილობითი თანხმობა, მაშინ გაასაჯაროონ ის წერილობითი კითხვები, რომლებითაც მივმართეთ ჩვენ; გახდეს საზოგადოებისთვის ცნობილი და იმსჯელოს სამედიცინო საზოგადოებამ".


რაც შეეხება სახალხო დამცველის კონსილიუმის ექიმებისა და პენიტენციური სამსახურის სამედიცინო პერსონალის შეხვედრას, მინისტრის თქმით, ამ საკითხს ექიმები გადაწყვეტენ.


„ჩვენი სამედიცინო პერსონალი და სამედიცინო დეპარტამენტი იმსჯელებს, რამდენად საჭიროა შეხვედრა", – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.