გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ირაკლი ღარიბაშვილი: ნაყოფიერი შეხვედრა შედგა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელთან

18-05-2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში" ეხმაურება.


მთავრობის მეთაური ჯოზეფ ბორელს ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე უწყვეტი მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.


"ნაყოფიერი შეხვედრა შედგა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელთან. მასთან რეგიონში მიმდინარე დრამატული გეოპოლიტიკური რყევების განხილვის შესაძლებლობა მქონდა. ჯოზეფ ბორელს ევროინტეგრაციის პროცესისადმი საქართველოს ერთგულება კვლავ დავუდასტურე. ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე უწყვეტი მხარდაჭერისთვის ევროკავშირის მადლობელი ვარ", - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.