გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

დავით ქართველიშვილი: ზაალ უდუმაშვილის დაბრუნება მედიაში მერობის კანდიდატის პოზიციიდან სხვა არაფერია, თუ არა ამ "წყალგამყოფის" ღია და უხეში დარღვევა ე.წ. "მიუკერძოებელ" ტელევიზიასა და რადიკალურ-ოპოზიციურ სპექტრს შორის

10-06-2022

ნიშანდობლივია მისი ტვ1-ზე გადასვლა - "კეზერ ტვ"-ს დაძმობილ ტელეარხზე, რომლის მეპატრონე თავისი "ქოლ-ცენტრების" ქსელის მეშვეობით სწორედ იმ ევროპის პენსიონერებზე მდიდრდება თაღლითურად, რომელიც ასე აკვიატებულად ცდილობს მის "დევნილ მედია-მენეჯერად" წარმოჩენას - წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი ზაალ უდუმაშვილის ტვ პირველში დაბრუნების შესახებ.

 

„ზაალ უდუმაშვილი, რომლის დაბრუნება მედიაში ნაცმოძრაობის დეპუტატის სავარძლიდან, მერობის კანდიდატის პოზიციიდან სხვა არაფერია, თუ არა ამ "წყალგამყოფის" ღია და უხეში დარღვევა ე.წ. "მიუკერძოებელ" ტელევიზიასა და რადიკალურ-ოპოზიციურ სპექტრს შორის. ნიშანდობლივია მისი ტვ1-ზე გადასვლა - "კეზერ ტვ"-ს დაძმობილ ტელეარხზე, რომლის მეპატრონე თავისი "ქოლ-ცენტრების" ქსელის მეშვეობით სწორედ იმ ევროპის პენსიონერებზე მდიდრდება თაღლითურად, რომელიც ასე აკვიატებულად ცდილობს მის "დევნილ მედია-მენეჯერად" წარმოჩენას“ - წერს ქართველიშვილი facebook - ზე.