გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევრებმა კახეთში ღვინისა და გასტრონომიული ტურიზმის პოტენციალი შეისწავლეს

5-07-2022

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით აშშ-ის ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის   ტურიზმისა და ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტ-მკვლევართა ჯგუფმა კახეთში  კვლევა დაასრულა. სამუშაოების შესრულების შემდეგ პრეზენტაცია მოეწყო.


აშშ-ის ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის  ტურიზმისა და ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტ-მკვლევართა ჯგუფის და კავკასიის  ტურიზმის სკოლის სტუდენტების ერთობლივი კვლევითი პროექტის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. კვლევა კავკასიის  ტურიზმის სკოლის სტუდენტებთან ერთად ჩატარდა. ჯგუფის წევრები ტურიზმის ინდუსტრიისა სხვადასხვა დარგობრივიასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლის ფარგლებშიც  გამოიკითხეს ღვინისა და გასტრონომიის ტურისტული მომსახურების ძირითადი ობიექტები.


კვლევის შედეგად შემუშავდა რეკომენდაციები: ახალი პროდუქტების შეთავაზების, ხარისხის გაუმჯობესების, ახალი ბაზრების ათვისების, პოზიციონირებისა და მარკეტინგის ეფექტიანობის გაუმჯობესების შესახებ.


ვიზიტის მიზანი ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორებსა და სტუდენტებს კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლის სტუდენტებთან ერთად შეესწავლათ საქართველოს ღვინისა და გასტრონომიული ტურიზმის პოტენციალი.


პროექტი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის. კავკასიის უნივერსიტეტის, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ერთობლივი საკვლევი პროექტის ფარგლებში და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით შედგა.