გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

საგამოძიებო სამსახურს გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის ცენტრალური აზიის განყოფილების წარმომადგენლები სტუმრობდნენ

15-07-2022

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის ცენტრალური აზიის განყოფილებისა (UNODC ROCA) და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს უმასპინძლა.


საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა სტუმრებს საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნეს. შეხვედრაზე განხილულ იქნა 2018-2021 წლებში გამოვლენილი დანაშაულები და არსებული სტატისტიკური მონაცემები, აქცენტი გაკეთდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა საქართველოს ანტიკორუფციული კანონმდებლობა, სამართალდამცავი ორგანოების სისხლის სამართლის იურისდიქცია და კორუფციული დანაშაულის თავისებურებები.


შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტულ პერსპექტივებზე ისაუბრეს და საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით კონკრეტული ღონისძიებების განხორციელებაზე შეთანხმდნენ.