გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქარელში თანამედროვე ტექნოლოგიით ბოსტნეულის წარმოება დაიწყო

24-08-2022

საქართველოს ბანკი რეგიონებში მცირე მეწარმეებს აძლევს შესაძლებლობას, გაზარდონ და განავითარონ საკუთარი ბიზნესი. ამ მიზნით კი ბანკმა ქარელში მცირე მეწარმე დააფინანსა, რომლის საქმიანობას ბოსტნეულის თანამედროვე ტექნოლოგიით წარმოება წარმოადგენს. მეწარმეს 26ჰა-ზე მოყავს პროდუქტი, მის რეალიზაციას კი ადგილობრივ ბაზარზე ახდენს.

 

პროექტის ჯამური ღირებულება 700 000-ია. ბანკის მხრიდან გაცემული ფინანსური რესურსი კი 600 000 ლარს შეადგენს.

 

„ბანკის მხარდაჭერით შევძელით გაგვეკეთებინა სამაცივრე მეურნეობა 200 ტონის მოცულობით, ასევე, 1080 კვ.მ -ზე გავაკეთეთ და მოვაწყვეთ სასაწყობე ფართი ბოსტნეულის შესანახად. ვიყენებთ  თანამედროვე მოსავლის საწარმოებელ ტექნიკას და აგრეგატებს. მთელი წლის განმავლობაში დასაქმებული გვყავს მუშახელი, მოსავლის აღების პერიოდში მათი რაოდენობა კიდევ უფრო იზრდება. პროდუქციის რეალიზაციას ჩვენს მუდმივ მომხმარებელთან ვახორციელებთ, ასევე, სავაჭრო ქსელებთან თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის მასშტაბით.  წარმოებული კარტოფილის საჰექტრო მოსავლიანობას ვიღებთ 63 ტონას, ხოლო ხახვის საჰექტრო მოსავლიდან ველოდებით 80 ტონის მიღებას“, - ამბობს მცირე მეწარმე, დავით არხოშაშვილი.

 

„ჩვენ მოხარული ვართ, მხარი დავუჭიროთ მეწარმეებს. საქართველოს ბანკის ერთ-ერთ პრიორიტეტს აგრობიზნესის მხარდაჭერა და რეგიონების განვითარება წარმოადგენს. მეწარმე სულ ერთი წელია საქმიანობს და უკვე წარმატებით ახორციელებს  პროდუქციის რეალიზაციას. სამომავლოდ კი გეგმავს გაფართოებას და უფრო დიდ ფართობზე ბოსტნეულის წარმოებას, მასამისთვის უკვე აქვს შესაბამისი ტექნიკა, აგრეგატები და გამოცდილებაც“, - განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.