გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ცხოველთა მოვლა-შენახვისა და დაავადებების პრევენციის მიზნით, ვეტერინარები რაჭაში შეხვედრებს მართავენ

14-09-2022

სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები, ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით, რაჭაში, ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში ფერმერებსა და მოსახლეობას შეხვდნენ. ყურადღება გამახვილდა იმ დაავადებებზე, რომელთა გავრცელების რისკებიც არსებობს რეგიონში. შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სააგენტოს ვეტერინარებმა მოსახლეობას, „კარდაკარ" პრინციპით,  საინფორმაციო მასალები დაურიგეს.


ცხოველთა გადამდები ინფექციური დაავადებების პრევენციის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობასთან შეხვედრებს რეგულარულად მართავს. განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა ცხოველების მოვლა და შენახვა, დაავადებების პრევენცია, ფერმებში ვეტერინარულ-სანიტარიული და ბიოუსაფრთხოების წესების დაცვა.


მიღებული ინფორმაცია ეხმარება ფერმერს, შეამციროს დაავადებების გავრცელების რისკები და თავიდან აიცილოს ცხოველების დაავადებებით გამოწვეული ეკონომიკური ზარალი.