« სექტემბერი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 |
8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 |
15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 |
22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 |
29 | 30 |
23-09-2022
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში თევზის ფესტივალი გაიმართა.
ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ადგილობრივი ნაწარმი, მოეწყო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდა მდინარე სუფსაზე ნავით გაესეირნათ, შეეძლოთ დაეგემოვნებინათ ადგილობრივი თევზის ნაირსახეობა.
ამავე დროს მდინარე სუფსაზე სპინინგით თევზჭერის ტურნირი გაიმართა, გამოვლინდნენ გამარჯვებულები. ჩატარდა სპორტული თევზჭერის მასტერკლასი.
კონკურსის ,,თევზის ფესტივალის/Fish Festival ლოგოს" გამარჯვებული ადგილობრივი ნინო ხამაშურიძე გახდა, მას გამარჯვება მიულოცა და საჩუქრები გადასცა ჟურნალისტმა ლალი მოროშკინამ.
ღონისძიება კონცერტით დასრულდა, რომელშიც, როგორც ადგილობრივი შემსრულებლები, ისე მუსიკალური ბენდი ,,why not/რატომაც არა" მონაწილეობდა.
თევზის ფესტივალს სახელმწიფო რწმუნებულის გურიის მხარეში მოადგილე ქეთი მოისწრაფიშვილი, ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელბი, ჟურნალისტები და ბლოგერები ესწრებოდნენ.