გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

თსუ - საგამოცდო ცენტრის რეაბილიტაციის გეგმა შეიქმნება

15-11-2022

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ჯაბა სამუშიამ კანცლერთან ლაშა საღინაძესთან ერთად თსუ ცენტრალური ბიბლიოთეკის შენობაში განთავსებული საგამოცდო სივრცე დაათვალიერეს.

 

თსუ საგამოცდო სივრცეში გუშინ ძლიერი ქარის შედეგედ ჩამოვარდნილი პლასტმასის მსუბუქი კონსტრუქციის დაკიდული ჭერის ნაწილიმთლიანად აღდგენილია, საგამოცდო პროცესი სრული დატვირთვით, მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

 

საგამოცდო ცენტრის დათვალიერების შემდეგ გადაწყდა, რომ შეიქმნება მთელი შენობის რეაბილიტაციის გეგმა, რათა თანამედროვე ტიპის საგამოცდო ცენტრის შესაქმნელად  მოეწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა.